მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი წესები მოსახლეობას ჭარბვალიანობისგან დაიცავს" – ლევან სურგულაძე სებ–ის გადაწყვეტილებებს ეთანხმება

6263ba2224c9f
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.22 13:00
20911
ფინანსისტი ლევან სურგულაძე დროულს უწოდებს და დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის გამკაცრდეს სესხის აღება. საუბარია პირველი აპრილიდან ამოქმედებულ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლის მხოლოდ 25%–ს მიმართვა შეუძლიათ სესხში – თუმცა აქ მნიშვენლოვანია სახელფასო ლიმიტები. თუ აქამდე პირს სესხში ყოველთვიურად 25%–ის მიმართვა შეეძლო 1000– ლარიანი შემოსავლის პირობებში, ახლა ამ ზღვარმა 1500 ლარამდე აიწია. ამის პარალელურად პირველი მაისიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი წესი. ბანკებს სესხის ყოველთვიური გადასახადის დათვლისას მოუწევთ 3%–იანი მეტობით იანგარიშონ სესხის საპროცენტო განაკვეთი და მოქალაქეს შესაბამისი ოდენობის შემოსავალი მოსთხოვონ. აქ არ არის საუბარი, რომ სესხები 3%–ით მაღალი განაკვეთით გაიცემა, თუმცა თავად მოქალაქეს ამის შესაბამისი შემოსავალი უნდა გააჩნდეს. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეს ბანკებს პოტენციური რისკებისგან დაიცავს.

ლევან სურგულაძე ეთანხმება ამ ლოგიკას და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ერთი მხრივ, გააჯანსაღებს პორტფელს, მეორე მხრივ კი ინფლაციური წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს.

“ეს ცვლილებები არის სავსებით დროული და ემსახურება გაცემული სესხების ხარისხის გაზრდას, ანუ რისკის შემცირებას. საკრედიტო პორტფელის ზრდის დინამიკა ბანკებში გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს, სამაგიეროდ შემცირდება პორტფელის ზარალიანობაც, თავად მოქალაქეებს შეეზღუდებათ იმაზე მეტი სესხის აღება, ვიდრე მათ შეუძლიათ მოემსახურონ. ასევე ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ინფლაციური წნეხის შემცირებასაც”,– აცხადებს ლევან სურგულაძე და აღიშნავს, რომ გლობალური ვითარების გათვალისწინებით ახალი რეგულაციები მისაღებია.