21.აპრილი .2022 22:20

"ბალავარი": მშენებლობა თითქმის 100%-ით არის გაძვირებული

"ბალავარი": მშენებლობა თითქმის 100%-ით არის გაძვირებული
views 2500
უკან

„ბალავარი ჯგუფის“ ხელმძღვანელის ბესო თავბერიძის განცხადებით, უძრავ ქონებაზე ფასები იმატებს. მისი თქმით, საბურთალოსა და ლისში მიმდინარე პროექტებზე კვ.მ-ის ფასი 850-დან 1000 დოლარამდეა მომატებული. რაც შეეხება გარეუბნებს, თავბერიძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვნად გაძვირებული თვითღირებულების გამო, ეკონომ სეგმენტში პროექტების დაწყებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

„ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალები ძალიან გაძვირებულია. გაძვირებულია მუშახელი და ჯამურად ფასწარმოქმნა საკმაოდ მომატებულია. თვითონ მშენებლობა თითქმის 100%-ით არის გაძვირებული, დაწყებული რკინიდან, დამთავრებული ნებისმიერი სამშენებლო მასალით. ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საერთოდ შეწყდა არმატურის შემოტანა, რამაც გააძვირა პროდუქტი.

ახლა სამი ობიექტი გვაქვს, ერთი ვაზისუბანში, ორი საბურთალოზე, ვაპირებთ ამ მიმართულების განვითარებას, პარალელურად ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობას, ოღონდ ეს დამოკიდებული იქნება ახალ ფასებზე.“ - განაცხადა თავბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა