მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიბლუსი": პანდემიამდე არსებული სტატუსის დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება

603b404c79ea5
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 21:00
1079

 

"მომხმარებლების მხრიდან წიგნებზე მოთხოვნა შემცირებულია” - ამის შესახებ BM.GE-ს "ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა.

“ბიბლუსის” ქსელი წიგნების 66 მაღაზიას აერთიანებს. მისი გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ სექტორი გასული წლის სირთულეებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ლოქდაუნის გამო წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მაღაზიები დახურული იყო. ირაკლი გაგნიძის განცხადებითვე, 2021 წელი სექტორისთვის საკმაოდ რთული იქნება.

“სწორედ წიგნებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია ის, რომ მომსახურების გაწევა გართულდა და კომპანიაში საოპერაციო ნაწილის გადალაგება მოგვიწია. მიმდინარე წელს მარტივად ვერ გადავიტანთ და პანდემიამდე არსებული სტატუსის დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება. იმ დაკეტვებმა, რაც მაღაზიებს 2020 წელს ჰქონდა, ზოგადად მსყიდველუნარიანობა შეამცირა, ეკონომიკაზე იქონია გავლენა. აქ ხომ მხოლოდ ერთი სექტორით ვერ ვიმსჯელებთ, მთლიანი ეკოსისტემა მოქმედებს" - განმარტა გაგნიძემ.

ცნობისთვის: 2019 წლის მონაცემებით წიგნების მაღაზიების ყველაზე დიდი მოთამაშე "ბიბლუსია". 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 31 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 27.5 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება წიგნის გამომცემლობებს, აქ ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე პალიტრა L-ია, რომელსაც 2019 წელს 12 მილიონი ლარის გაყიდვები ჰქონდა, 2018 წელს კი 11.5 მილიონი ლარის. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას კი 2019 და 2018 წლებში 9 მილიონი ლარის გაყიდვები ჰქონდა.