მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა

გიორგი კეკელიძე
17.01.24 23:55
1196

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

"დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - დაწერა კეკელიძემ.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებდა.

კეკელიძემ მაშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, "რადგან 11 წელი ბევრია". გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები