მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო-ბირჟის FTX-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის განცხადებით, ბიტკოინს, როგორც საგადახდო საშუალებას, მომავალი არ აქვს.
FTX-ის CEO-ს განმარტებით, ყოველდღიურ გადახდებში ბიტკოინის გამოყენება უდიდეს გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რადგან ის სხვა ციფრულ მეთოდებთან შედარებით ნელია, მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და, რაც მთავარია, ძვირია.
ბიტკოინის პრობლემის სათავედ ბენკმენ-ფრიდი მის ბლოკჩეინ სისტემას ასახელებს, რომელიც პირველი თაობის Proof-of-Work (PoW) სისტემაზეა დაფუძნებული, ბლოკების ვალიდაციის აღნიშნულ მეთოდი კი მოითხოვს ძვირად ღირებულ მაინინგ ინფრასტრუქტურას და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კრიპტო და ბლოკჩეინ მილიარდერების რეიტინგში ბენკმენ-ფრიდი მეორე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო უსწრებს.
$24-მილიარდიანი ქონების მფლობელი CEO-ს შეფასებით, გამოსავალი Proof-of-Stake (PoS) სისტემაა, რომელიც არ საჭიროებს მაინინგ ინფრასტრუქტურას და PoW-თან შედარებით გაცილებით სწრაფი, იაფი და ენერგოეფექტურია.
PoS სისტემას ექსპერტთა ნაწილი ბლოკჩეინის ევოლუციის მომდევნო ეტაპად მიიჩნევს, რომელსაც უკვე იყენებენ შემდეგი კრიპტო-პროექტები: კარდანო, სოლანა და პოლკადოტი - აშკარა უპირატესობების გამო, PoW-დან PoS-ზე გადასვლას გეგმავს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმიც.
„წამში მილიონობით ტრანზაქციის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სისტემა მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იყოს, ასეთი კი Proof-of-Stake სისტემაა“, - განაცხადა ბენკმენ-ფრიდმა.
საგულისხმოა, FTX-ის ხელმძღვანელი ბიტკოინის, როგორც საგადახდო საშუალებად გამოყენების პერსპექტივას არარეალისტურად მიიჩნევს, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ბიტკოინმა ციფრული აქტივის, კერძოდ, ვირტუალური ოქროს დანიშნულება შეითავსოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება