მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს"

5e9fe62eb2a41
ინგა მურუსიძე
22.04.20 10:40
810
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 21 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი რჩება, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 5 არასრულწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"რაც შეეხება კორონავირუსის სიმპტომებს. უმეტეს შემთხვევში პაციენტებს აღენიშნებათ მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები არ აღინიშნება, მაგალითად გვქონდა შემთხვევა, როცა ადამიანს, როგორც ოჯახის წევრს, უწევდა ტესტის ჩატარება და დაუდასტურდა ვირუსი", - განაცხადა სოლოღაშვილმა.