მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 7 პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს"

5ea7d11eed258
ინგა მურუსიძე
28.04.20 10:44
715
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 7 პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში სულ 65 პაციენტია და მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის - 54.

„ჩვენ დაგვემატა 7 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან დადგენილი პაციენტები უკვე ინფიცირებულების ოჯახის წევრები არიან. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი გვყავს. ერთი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი არის მძიმედ და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.