მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომში" სახელმწიფოს 1104 აქცია ექნება - „კომპანიაში სახელმწიფოს სრული კონტროლის დამყარება შეუძლია“

62a72f2e71b4d
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 16:52
2202
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, IDS Borjomi International-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 7.73%-იანი წილის გადაცემისა და აქციონერთა შორის წილების განაწილების ახლებური სქემით, საქართველოს მთავრობას კომპანია “ბორჯომში” მართვის სრული კონტროლის დამყარება შეეძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა. 

მისივე თქმით, სახელმწიფო იმისთვის მუშაობდა “ბორჯომს” სრულფასოვნად ფუნქციონირება შესძლებოდა და ეს მათ კრედიტორმა ბანკებმა დაუდასტურეს. ამის შედეგად კომპანია საერთაშორისო გადარიცხვების შესრულებას შეუფერხებლად შეძლებს.

მიღწეული შეთანხმებით, RISSA INVESTMENTS LIMITED-ის იგივე IDS Borjomi International-ის წილები ასე ნაწილდება:

Erasmony Limited - 49.99%

Black Waters Limited - 38.48%

ყოფილი თანამშრომლი და სხვდასხვა აქციონერი - 3.79%

საქართველოს სახელმწიფო - 7.73%

“ბორჯომთან ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას ვდებთ: პირველი არის Erasmony Limited-ის საკუთრებაში RISSA INVESTMENTS LIMITED 7.73% ჩვეულებრივი ხმის უფლების მქონე აციების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე. RISSA INVESTMENTS LIMITED “ბორჯომის” მმართველი და მფლობელი კომპანიაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო 1104 აქცია უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს. მეორე გარიგების მიხედვით რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორებს შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორითა და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება: Erasmony Limited 49.99% აქციების მფლობელია. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი სანქცირებული იყო და ეს სანქცირებული პირები აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონეები კომპანია RISSA INVESTMENTS LIMITED-ში. მსხვილი აქციონერი Black Waters Limited, რომელსაც გააჩნია აქციების 38.48%. ასევე, მინორიტარი აქციონერები ჰყავს კომპანიას. ისინი არიან “ბორჯომის” ყოფილი თანამშრომლი და სხვადასხვა აქციონერი, რომლებიც ჯამში 3.79%-ს ფლობენ. მმართველობაში საქართველო როგორც მოგახსენეთ წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ამავე დროს მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელიც იქნება. მას ექნება წამმართველი როლი. კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია. შესაძლებელია არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა მმართველობის დელეგირება საქართველოს სახლემწიფოს წარმომადგენელზე მოახდინონ, ესეც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა”,-აცხადებს დავითაშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი 1 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ რთულია იმის თქმა, თუ რა ღირებულების აქციები გადაეცა სახელმწიფოს.