მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენც სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლის გზით უნდა წავიდეთ"

619e1f5c7b239
BM.GE
24.11.21 15:13
849
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ონლაინ კაზინოების რეგულაციებითან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სამწუხაროდ, ეს აზრი თავიდან აღიქვეს, როგორც მთლიანად სექტორის ოპერირების შეჩერების მცდელობა და მინდა ვთქვა, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა.

სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაიზარდოს გადასახადები და შეიზღუდოს რეკლამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაზინოების და ონლაინბეთინგის კომპანიების საქმიანობა უნდა შეჩერდეს. კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ევროპული გამოცდილებით და ვიპოვნოთ ოქროს შუალედი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. არც კომპანიები უნდა დაზარალდნენ და არც მოქალაქეებს უნდა შეექმნათ ფინანსური პრობლემები. დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდა და ეს ტემპები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება იმ ინიციატივებსა და ახალ პროგრამებს, რომელიც, როგორც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, უნდა გაგვაცნონ მთავრობის წევრებმა უახლოეს ხანებში. ჩვენ დაველოდებით ახალ გეგმებს და კომიტეტი აუცილებლად ჩაერთვება ეკონომიკური რეფორმების პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე - საზედამხედველო კუთხით. ამასთან, ჩვენ გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორის, ბიზნესკომპანიების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით, რათა ამ პროცესში მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.