პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, ComCom-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, წარდგენის შემდეგ მას მედიაში არსებული პროპაგანდისა და კომისიის მიერ, ამ პრობლემის მოგვარების გზების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელთა პასუხადაც მან კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული პროეტები საქართველოს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის უნარების გამომუშავებასა და პროპაგანდის ზემოქმედების თავიდან არიდების სწავლებას ეხებოდა.
კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი პროპაგანდის მედიასაშუალებებიდან აღმოსაფხვრელად და დაამატა, რომ კომუნიკაციების კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს, კერძოდ, ComCom-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს, კანადისა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკები შეისწავლა.
თავმჯდომარის ინფორმაციით, კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ სხვა ქვეყნებში, რადიო და ტელემაუწყებლებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდები არსებობს, რაც ფაქტის დამახინჯებისა და ფაქტის მოსაზრებაში აღრევის კანონით დასჯას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად კი, რეგულირდება პასუხის უფლებაც, რაც იმ პირისთვის, რომელიც თვლის, რომ მასზე არასწორი ინფორმაცია გაშუქდა, მედიასაშუალებისთვის კანონით მინიჭებულ პასუხის გაცემის უფლებას გულისხმობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი