მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

63d244a64acb8
BM.GE
26.01.23 13:16
880
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ კახა ბექაური იყო დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

ინფორმაციისთვის, 2016 წლის დებულებით შეუძლებელი იყო ერთი და იგივე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა, 2019 წელს მიღებული ცვლილებით ეს შეზღუდვა აღარ მოქმედებს.

აღსანიშნია, რომ კომუნიკაციების კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისიის წევრები არიან: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და კახა ბექაური, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები