მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დადგინდა ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევით? - კახა ბექაურის განმარტება

კახა ბექაური
BM. GE
19.09.23 20:00
25

კახა ბექაურმა, პარლამენტის წევრებს კომუნიკაციების კომისიის გასული წლის ანგარიში წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა მიმოიხილა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბექაურმა თქვა, რომ კომპლექსური კვლევა 2022 წელს, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით დაიწყო და ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

“ამ პროექტზე, კომუნიკაციების კომისიის გუნდი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (“AA Facility”) ერთად მუშაობს” - აღნიშნა თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში, შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ამასთან ერთად კი, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ოპერატორებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.

“კვლევის შედეგად დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. “Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი” - განმარტა კახა ბექაურმა.

ტელეკომ სექტორის კვლევის მიმოხილვისას, თავმჯდომარემ ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ComCom-მა გასულ წელს MVNO-ს დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემოც შეაფასა. ამავე წელს კი, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა მობილურმა ვირტუალურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, მისი თქმით, ქსელის მფლობელ ოპერატორებსა და დაშვების მსურველ სხვა კომპანიებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. “კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ” - განაცხადა კახა ბექაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები