მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ბექაურმა პარლამენტში ComCom-ის მიერ განახლებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა წარადგინა

64947772d192d
BM.GE
22.06.23 20:20
426
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კომისიის მიერ განახლებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაზეც ისაუბრა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისა ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ახალ სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავს და ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის, დამატებით სიხშირულ ზოლს ითვალისწინებს. კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული გეგმის განახლებასთან ერთად, განისაზღვრა სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებებისთვის დიაპაზონები, დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.

“ეროვნული გეგმის განახლება თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად” - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები