მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები ₾99 მილიონამდე გაიზარდა - comcom

ტელევიზორი

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტელევიზიებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც თითქმის 82 მილიონია. 11% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 7% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 9%-ით 7.6 მილიონ ლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ მოიცავს უშუალოდ ტელევიზიების შემოსავლებს. როგორც BMG-ის მარეგულირებელში განუცხადეს, მაუწყებლების შემოსავლებზე ჩაშლილად ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები