მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესაქმნელად, 50-ზე მეტი პროფესიული ასოციაციისა და ბიზნეს გაერთიანების კონსოლიდაცია განხორციელდა" - ანგარიში

63e6aa11511a3
ალა ისპირიანი
11.02.23 00:27
902
„პროფესიული უნარების სააგენტომ“ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესაქმნელად, 50-ზე მეტი პროფესიული ასოციაციისა და ბიზნეს გაერთიანების კონსოლიდაცია 9 ეკონომიკურ სექტორში განხორციელდა. 

აღნიშნული სექტორებია: ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და პერსონალური მომსახურებები, მშენებლობა და ინჟინერია, არტიზანი და სპორტი.

სააგენტოს ინფორმაციით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციები სხვადასხვა დარგში, საგანმანათლებლო სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით პროფესიის სტანდარტების განსაზღვრას, საშუალოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას, კომპანიებსა და კოლეჯებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას  უზრუნველყოფენ.

"მომზადდა დარგობრივი უნარების ორგანიზაციების დეტალური გზამკვლევი, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა, როგორც ორგანიზაციის შექმნის მიზნებზე, ასევე ფუნქციებსა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს 416-ე დადგენილების შესაბამისად, სააგენტომ დაამტკიცა „იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი განცხადების განხილვისა და მისი შემდგომი შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შექმნის შემუშავების წესი", - წერია ანგარიშში. 

შეგახსენებთ, რომ „პროფესიული უნარების სააგენტომ“ აქტიური საქმიანობა 2022 წელს დაიწყო და მისი შექმნის მთავარი იდეა პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკის განვითარებას და ამ მიზნით კერძიო სექტორისა და დარგობრივი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაციას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები