მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავგუგლეთ ბატონო ამირან.. 297 კურორტი მუშაობს" - კურორტების პასუხი ამირან გამყრელიძეს

601d448593505
ინგა მურუსიძე
05.02.21 22:50
1769
ვეცნობით ე.წ. best practice-ებს ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 29 იანვარს გააკეთა.

მთავრობის წარმომადგენლები ზამთრის სეზონის სრულ ჩავარდნას პანდემიით ხსნიან, ხოლო არგუმენტად მსოფლიო კურორტების გამოცდილებები მოჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფიც არსებობდა, ზამთრის კურორტების გადაწყვეტილება არ მიიღეს, ახლა კი როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ამას აზრი აღარ აქვს.

სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები ამირან გამყრელიძეს პასუხობენ და ჯგუფის არაეფექტურ მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

როგორც „დაიცავით მთის კურორტების" დამფუძნებელი და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი სალუქვაძე აცხადებს, შეხვედრებზე ეპიდემიოლოგებს და NCDC-ს წარმომადგენლებს კურორტების გახსნის საწინააღმდეგო არგუმენტები არ ჰქონდათ.

გარდა ამისა, სალუქვაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ასე არ დასრულდება, კარგად მოემზადებიან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბევრ საკითხზე მოუწევს პასუხისგება.

„ამირან გამყრელიძე არის ნაძირალა, კრიმინალი, კორუმპირებული ადამიანი, რომელიც შეხვედრებზე არაფერს ამბობდა. მივმართავდით მას და მის წარმომადგენლებს, გვკითხეთ რაც გაინტერესებთ-თქო. სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პროცესის მოდელირება, თუ რა ხდება გუდაურში. ასახეს რიცხვებში ყველაფერი, ნახაზები წარმოადგინეს. მოვუყევით მთავრობას, ეპიდემიოლოგებს, რომ ყველაზე დატვირთულ პერიოდში საბაგიროებთან სად არის რიგები, როგორ მოხდებოდა პრევენცია.

კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომ ამოგვეღო სასმლის გაყიდვა და აგვეკრძალა მუსიკა. რომ გართობის კერა ყოფილიყო აღკვეთილი და ცოტათი მაინც გვემუშავა. ვეუბნებოდით, შეხედეთ მოდელირებას, გვკითხეთ, სად გეპარებათ ეჭვი. მაგრამ კითხვები არ ჰქონდათ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები გვეკითხებოდნენ რიცხვებზე, მაგრამ ეპიდემიოლოგები არაფერს. არც შეკითხვები ჰქონდათ და არც არგუმენტები, რატომ არ უნდა გავხსნილიყავით“, - განახადა სალუქვაძემ.

სალუქვაძე ამირან გამყრელიძეს მიმართავს, რომ მსოფლიოშო 297 კურორტი მუშაობს და 429 გაჩერებულია.

„სრულად ფუნქციონირებს შვეიცარია. და ასევე ფუნქციონირებს მაგალითისთვის რუსული კურორტები“,- ამბობს სალუქვაძე.