მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ახალგაზრდებს გრძელვადიანი პერსპექტივა აინტერესებთ" - კახა ხაზარაძე კადრების დეფიციტზე

640ec4c5879aa
ლიკა გურაბანიძე
13.03.23 10:46
822
“ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს დგას, ეს კვალიფიციური კადრების გადინებაა, რასთან გამკლავებაც მარტივი არ არის”. - ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესისთვის ხარისხიანი მართვის პროცესში კვალიფიციური კადრები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მენეჯმენტში, არამედ წარმოებაშიც.

“კვალიფიციური კადრები საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ჩვენ სხვანაირი კუთხით შევხედეთ ამას და გადავწყვიტეთ, რომ ადამიანურ რესურსებზე აქცენტი უფრო ღრმად გაგვეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც დასაქმებით დაინტერესებული არიან, ჩვენ ვაჩვენებთ, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ. დღეს ახალგაზრდებს გრძელვადიანი პერსპექტივა აინტერესებთ.

ჩვენ დიდი დანაკარგი კადრების ნაწილში არ გვაქვს, დღეს ის რაოდენობაა, რაც 2019 წელს იყო, უბრალოდ ახალი კადრების მოძიებაა რთული”, - განმარტა ხაზარაძემ.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომპანიის ამჟამინდელი შემოსავლები ლარში, 2019 წლისას უტოლდება.