მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დინამო თბილისს“ Betlive აღარ დაასპონსორებს, მიზეზი ახალი რეგულაციებია

61dd6a83bfd15
ბექა ბაციკაძე
11.01.22 16:00
1434
საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ სპონსორი კომპანია Betlive აღარ იქნება. ამის შესახებ „დინამო თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ BM.GE ს განუცხადა.

„ახალი სეზონისთვის, ახალი პირობებით, შეთანხმებული კონტრაქტი შეჩერდა; მიზეზი რეგულაციებია, რომელიც აზარტული თამაშების სექტორს ეხება“, - განაცხადა ზაზა დოლიძემ.

მისი თქმით, Betlive-ის სპონსორობის გარეშე დარჩენა კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანია.

სასპონსორო პაკეტის დაკარგვით, "დინამოს“ ბიუჯეტს 15% დააკლდება“, - ამბობს „დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ზაზა დოლიძის თქმითვე, არამარტო მათი კლუბისთვის, აზარტული თამაშების სექტორი, სხვა ბევრი კლუბისთვისაც მნიშვნელოვანი დაფინანსების წყარო იყო და მათი ჩანაცვლება სხვა პარტნიორებით რთული იქნება.

ინფორმაციისთვის: აზარტული თამაშების კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. 2022 წლიდან ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს გადასახადები გაეზარდათ და მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით არის მომატებული. სხვა რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს და ასევე კრძალავს მილიონამდე ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში ჩართულობას, პირველი მარტიდან ამოქმედდება.