მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ჩასვლისას ისე უნდა შევიდეთ სტადიონზე, თითქოს აქ უკვე დიდი ხანია ნათამაშები გვაქვს - ჭყონია

642d59c254447
ირაკლი მოდებაძე
05.04.23 15:37
466
4 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომელსაც 4-დან 9 აპრილამდე დინამოს ბაზა უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ 4 ქვეყნის 5 გუნდი მიიწვია - იტალიური „ჯენოას“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქ-შეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“.

ტურნირის მთავარი სპონსორი "კოკა კოლაა", რომლის გენერალურმა მენეჯერმა თემურ ჭყონიამ პრესკონფერენციაზე ჩემპიონატის მნიშვნელობასა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც უცხოელ მოთამაშეებს აძლევს უპირატესობას ქართველებთან მიმართებით:

"გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და წარმატებული ფეხბურთელები გვყავს, იგივე: კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ქვილითაია, ლორია, ჩაკვეტაძე და ა.შ. რომლებიც მთელს ევროპას არიან მოდებულები, ასევე აღსანიშნავია, თავად "დინამოს" აკადემია, რომლის მსგავსიც მე პირადად არ მინახავს. ჩვენი პრობლემა არამხოლოდ კარგ თამაშშია, არამედ მენტალიტეტში. ქართველი მოთამაშეები რომ შევადაროთ უცხოელებს, მათი უპირატესობა თავისუფალ საზოგადოებაშია, სადაც ისინი აღიზარდნენ, ამიტომაც ამ ტურნირებს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არამარტო, საფეხბურთო ოსტატობის, არამედ მენტალობის ამაღლების თვალსაზრისითაც. ამიტომაც საჭიროა შევიცვალოთ მენტალობა, რათა საერთაშორისო იდენტობის მატარებლები ვიყოთ, რაც ჩვენ რეალურად გვეკუთვნის. ამ მიზნით ტურნირები უფრო მრავალფეროვანი უნდა გავხადოთ თუ გვინდა, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ და ევროპაში ჩასვლისას ისე უნდა შევიდეთ სტადიონზე, თითქოს აქ დიდი ხანია უკვე ნათამაშები გვაქვს", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირში 16 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ და გახსნით მატჩში ,,დინამო თბილისმა’’ იტალიური "მონცა’’ ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები