მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიზელის ფასის სუბსიდიისთვის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის ჩადებული" - სამინისტრო

5ee72d27ddf6b
ინგა მურუსიძე
15.06.20 12:10
761
დიზელის ფასის სუბსიდირებისთვiს ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის ჩადებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ ფლანგავს მთავრობა ფულს დიზელის სუბსიდირებისთვის. კაკაურიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე ბრალდებები არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ჟღერდება.

რაც შეეხება რეპლიკას იმის შესახებ, რომ პრემიერმა ეს ინფორმაცია თავის პრეზენტაციაში გააჟღერა და გამოდის, გიორგი გახარია იტყუება, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მსგავსი რამ არ თქმულა.

„რაც შეეხება დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვყრით დიზელის სუბსიდირებაში ფულს? არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ არის ჩადებული დიზელის ფასის სუბსიდირებისთვის. არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება ამისთვის. შედგა არაერთი შეხვედრა მომწოდებელ კომპანიებთან და მიღწეულია შეთანხხმება, რომ დიზელის ფასი იყოს ის, რაც დაფიქსირდა საბოლოო ჯამში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს შეღავათიან ფასში მიიღებენ.