მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეგ არაფერი ირაკლი" - რადას დეპუტატი ღარიბაშვილის აკრიტიკებს და ქართველებს მიმართავს

6218c02f953aa
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 15:42
1512
უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ქართველ ხალხს სთხოვს, პრემიერს აუხსნან როგორ უნდა იმოქმედოს. ამის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა იყო, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ?!

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სანქციების შემოღება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს და ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასაც არ გეგმავს,

მაგრამ ყველაზე მეტად მაკვირვებს მისი პასუხი ერთ უბრალო კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩასვლას. პრემიერი ამბობს, რომ ახლა უკრაინის ცა ჩაკეტილია.

ეგ არაფერი ირაკლი; ომი როდესაც მორჩება და ჩვენს თავზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ სამხედროების ნაცვლად, შეგიძლია არსად აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? დაგავიწყდათ როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც რუსეთის ტანკები 2008 წელს თბილისისკენ მოდიოდნენ? ამას მოითმენთ, თუ გასაგებად აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“, - წერს გონჩარენკო.