მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექიმებთან სამუშაო ძალიან ბევრია" - ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე

61155e6dae224
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 21:43
798
„ექიმების და მედდების განათლების საკითხში ვხედავ ყველაზე დიდ ლაფსუსს, რის გამოც რეგიონებში ვაქცინაციაში ჩამორჩენა გვაქვს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა Forbes Talks-ში რეგიონებში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაში ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა.

ალერგოლოგს ამის მაგალითად სამცხე-ჯავახეთში UNICEF-ის მიერ ორგანიზებული ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას ამცრელ ბრიგადაში დასაქმებული ერთ-ერთი პირი მოჰყავს. ის NDI-ის კვლევის შედეგებს იშველიებს და განმარტავს, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობა მოსახლეობაში დიდია, შესაბამისად მათი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია.

„მთავარი რასაც ჩვენ ვაწყდებით არის ის, რომ ინდივიდუალური პრობლემების გამო ადამიანებს ეშინიათ გადაწყვეტილების მიღება. განა ის რომ ვაქცინა არ უნდათ, არამედ გეუბნებიან, რომ რაღაც ქრონიკული დაავადება აქვთ, მაგალითად ვენების დაავადება.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ გუშინ ერთ-ერთი პირი, რომელიც ვაქცინაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული და კლინიკაში დაგვხვდა თვითონ ამბობდა, რომ ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. ამან ძალიან დიდი უხერხულობა შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ კართან აცრის მსურველი პედაგოგების რიგი გველოდა. ამიტომ იუნისეფი იქნება ეს თუ სახელმწიფო უნდა ვიცოდეთ, რომ ექიმებთან ძალიან ბევრია სამუშაო. NDI-ის კვლევის შედეგებშიც ჩანს, რომ როდესაც ადამიანებს ეკითხებიან ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იცრება ან ვის ენდობა, პირველ ადგილზე სახელდება ექიმი, პერსონალური იქნება ეს თუ ზოგადად, შემდგომ არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯენდაცვის სამინისტრო, ფეისბუქი და სხვა წყაროები. ასე რომ ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან არადამაჯერებელი პასუხები, შეიძლება არ უთხრას, რომ არ გაიკეთოს ვაქცინა, მაგრამ ბოლომდე ვერ ურჩევენ ამა თუ იმ პრობლემის მქონე ადამიანებს რაიმე რისკი ხომ არ შეექმნებათ ვაქცინებთან დაკავშირებით. ამიტომ ექიმების და მედდების განათლების საკითხში ვხედავ ყველაზე დიდ ლაფსუსს, რის გამოც რეგიონებში ვაქცინაციის პროცესში ჩამორჩენა გვაქვს“, - განმარტა კულუმბეგოვმა.