ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის 15- 21 მაისის მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.
პროგნოზის მიხედვით, „მუხის (Quercus) და წიფლის (Fagus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ცხენისწაბლას (Aesculus) მტვრის მარცვლები მცირე რაოდენობით იქნება შეწონილი ჰაერში. ერთეული სახით დაფიქსირდება ჯვაროსნების (Brassicaceae) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლები.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“.