“სასტუმროებში ფასები საკმაოდ გაზრდილია და ეს შესამჩნევიც არის”, - ამის შესახებ BMG-ის ტურიზმის ბიზნეს კონსულტანტმა გიორგი დოლიძემ განუცხადა. მთის კურორტებზე დასვენების გაძვირების მთავარ მიზეზად დოლიძე მაღალ ინფლაციას ასახელებს.
გიორგი დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ერთ ადამიანს საშუალოდ ერთკვირიანი დასვენება სასტუმროში განთავსების, ტრანსპორტირების და კვების ჩათვლით, 700 დოლარამდე დაუჯდება.
“სასტუმროებში ფასები საკმაოდ გაზრდილია და ეს შესამჩნევიც არის. თუ შევადარებთ პანდემიამდელ ნიშნულს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა და პლუს ინფლაციაა. პროდუქტები გაძვირდა, ნომრის თვითღირებულებამ მოიმატა, მთლიანობაში დაახლოებით 15%-ითაა ფასები მომატებული. ამასთან, ამ ყველაფრისთვის ტურისტები მზად არიან და არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე განსაკუთრებულ ფასდაკლებაზე საუბრობდეს იმიტომ, რომ იმდენად დიდი მოთხოვნაა და იმდენად გადავსებულია სასტუმროები, არავინ იქნება მზად, რომ კიდევ ფასის კლებაზე წავიდეს საუბარი. როცა მთის კურორტებზე საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის, ის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს უერთდება ან ტურისტული კომპანიის მიერ შეთავაზებული პაკეტით სარგებლობს, შესაბამისად, ერთ კაცზე საშუალო დანახარჯი 700-800 დოლარამდეა გაზრდილი”, - განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება ყველაზე დატვირთულ პერიოდს, ტურიზმის ბიზნესკონსულტანტის თქმით, პანდემიამდე, მთის კურორტების სექტორი ივლისი-აგვისტო ყველაზე მეტ ტურისტს იღებდა და წლევანდელი ფსონებიც ზაფხულის ამ ორ თვეზე, პლუს სექტემბერზე კეთდება, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან სექტორი ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებლებს მეტ-ნაკლები აქტიურობით იღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი