ეს არის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი, მორიგი წარმატებული მაგალითი - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანა „სერპენსის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, „სერპენსის" მუშაობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს
"საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აშენდა, აქამდე “რუსთავოილის” სახელით ფუნქციონირებდა, თუმცა მას გაფართოება/განახლების და გადაიარაღების შემდეგ “სერპენსი” ეწოდა. საწარმოში განხორციელდა 30 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სრულად არის შესრულებული ინვესტორების მიერ სახელმწიფოსადმი აღებული ვალდებულებები. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის, ევროსტანდარტის შესაბამის ბიტუმს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხარისხიანი გზების მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის შენების პროცესში, ამასთან, ის აკმაყოფილებს სხვადასხვა რეგიონის კლიმატურ პირობებს. დღესდღეობით საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საწარმო ათობით პროფესიონალს ასაქმებს, პირველ რიგში კი ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს არის საწარმო, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება, მისი გარემოზე ზემოქმედება მინიმუმზეა დაყვანილი. რუსთავში ახალი, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა - ეს არის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი, მორიგი წარმატებული მაგალითი. როდესაც 7-8 წლის წინ კომპანიას გადაეცა მიწა, აქ არაფერი იყო, ფაქტობრივად, ეს იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი ჩვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო მივიღეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო