"ვფიქრობ, დღევანდელი დღე თავის ისტორიულ მისიას შეასრულებს“ - ასე უპასუხა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა BM.GE-ის შეკითხვას, რომელიც დღეს 20:00 საათზე აქცია „შინ ევროპისკენ“ გამართვის და ამ აქციაზე მოქალაქეთა გამოსვლის მნიშვნელობას შეეხებოდა.
თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება აქვს. კითხვას - იქნება თუ არა თავად აქციაზე - პასუხობს, რომ აუცილებლად იქნება.
„ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს მოსახლეობამ თავისი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსიროს. ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი - 85% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. დღევანდელ დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს და გავაგონოთ, რომ ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, დღევანდელი დღე თავის ისტორიულ მისიას შეასრულებს.
ეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ყველა ვალდებული ვართ მივიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი ერთ აზრზეა, რომ უნდა მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია, ის ხარვეზები, რომლებიც გვაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა აღმოვფხვრათ, რომ არ გამოვეთიშოთ საბოლოოდ ამ პროცესს“, - განმარტავს „დიოს“ მმართველი პარტნიორი.
თამაზ დაუშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის და მოსახლეობამ ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანი მკვეთრად უნდა დააფიქსიროს.
„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუმცა გვინდა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული იყოს. საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება და უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მოსახლეობამ უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანია და აქ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ საჭიროა, ამ შეცდომის დროულად დანახვა, აღიარება და გამოსწორება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ. ამას ემსახურება ეს აქცია“, - უთხრა ბიზნესმენმა BM.GE-ს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი