მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წლის მერე არ უნდა შეგვრცხვეს, რომ ქვეყანას რაღაც დავაკელით - ბიზნესმენი კანდიდატის სტატუსზე

63f5d19ea056f
თელარა გელანტია
22.02.23 18:31
1131
„ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ ევროკავშიირს კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

- ბატონო თამაზ, ფაქტია, შარშან საქართველო დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე, მაგრამ წელსაც გვაქვს მეორე შანსი... რამდენად ეტყობა მთავრობას, რომ მის მიზანია, გააკეთოს მაქსიმუმი, რათა მიმდინარე წლის ბოლოსთვის მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი?

- ძალიან მინდა მჯეროდეს და დავიჯერო, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ისტორიული შანსი და არ იქნება მხოლოდ ახლანდელი მთავრობის მონაპოვარი, არამედ ეს იქნება ყველა წინა თაობის გამარჯვება და სწორედ მათი დამსახურებით ვსაუბრობთ ევროპის პერსპექტივაზე, ამიტომ ამ შანსის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება და ძალიან დამწყდება გული. მთელმა ჩემმა ახალგარზდობამ ქარტეხილებში გაიარა და ყოველთვის იმას ვოცნებობდი, როდის იქნებოდა ეს ქვეყანა ევროპასთან ახლოს. ამასწინათ, ძველ პასპორტს ვათვალიერებდი და ვიხსენებდი, რამდენ წვალებასთან იყო დაკავშირებული ევროპის ქვეყნების ვიზების მიღება და ახლა რა კარგია, რომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ეს არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რომელიც გველოდება ევროპაში ინტეგრაციით... შემდეგ არც პრემიერს და არც არავის არ დასჭირდება საუბარი ფასების რეგულირებაზე, იმდენად სწრაფად მოვა ჩვენთნ კეთილდღეობა. ეს არაა ციდან მოტანილი სიტყვები - ეს გზა გაიარეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა..

- ჩვენ ვიყენებთ ამ ისტორიულ შანსს? ისე თქვით, „მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებსო“, თითქოს ბოლომდე არ გჯერათ და კითხვები გაქვთ..

- ვფიქრობ, რამე არ მოხდეს ისეთი, რომ ვერ მივიდეთ აქამდე... მინდა ვთქვა, რომ ეს <კანდიდატის სტატუსის მიღება> მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არაა, ეს მთელი საზოგადოების ვალდებულებაა..

- რისი გაკეთება შეგვიძლია მოქალაქეებს ანუ როგორ ვაიძულოთ მთავრობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად?

- როდესაც ბევრი ადამიანი იტყვის იმას, რომ მე ეს მოლოდნი მაქვს და ღმერთმა დაიფაროს და არ გამართლდეს, მთავრობა უფრო დაფიქრდება, რომ ეს არაა ისეთი საკითხი, რომელიც მხოლოდ ერთ ჭრილში უნდა განიხილებოდეს თუ ვინ არის ამ კონკრეტულ დროში ხელისუფლებაში; ეს უნდა იყოს გარდამავალი ესტაფეტასავით. ათი წლის მერე არ უნდა შეგვრცხვეს, რომ მე რაღაც ისე არ გავაკეთე და ჩემს ქვეყანას რაღაც დავაკელი... ამიტომ ჩვენ ეს უნდა ვუთხრათ ყველას - მათ შორის მთავრობას, ოპოზიციას... ვისაც რამე კარგის გაკეთება შეუძლია ამ საქმისთვის, ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს, რათა არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების. ახლა რაც ხდება ქვეყანაში ძალიან ცუდია - ყველას გარეთ <საზღვარგარეთ წასვლისკენ> უჭირავს თვალი...

- ისე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-სთან უვიზო მიმოსვლით ხსნის...

- სულ არ სჭირდებათ მოქალაქეებს ვიზა, ისე მიდიან აშშ-ში, საზღვარს უკანონოდ კვეთენ. არ უნდა გავუხადოთ ადამიანებს გასაქცევად საქმე. უიმედობა უნდა ჩაქრეს ამ ქვეყანაში. სულ მახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები -"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი", ეს სიტყვები ყოველდღე უნდა ვთქვათ და ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. გამორიცხულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები