"ეს საერთო გუნდური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს წარდგენილმა ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE-ის კითხვას - რატომ გადაწყვიტა კახეთის რწმუნებულმა დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლა.
„ეს საერთო გუნდური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება და ჩვენ, როგორც ერთიანი გუნდი, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ჩემი მოღვაწეობა გაგრძელდეს საპარლამენტო სფეროში და იმედი მაქვს, მოსახლეობა, ამომრჩეველი გაიზიარებს ამ აზრს და მხარს დამიჭერს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, მან კარგად იცის რეგიონის გამოწვევები და შეეცდება, საკანონმდებლო ორგანოდან ხელი შეუწყოს მათ გადაჭრას.
„საკმაოდ კარგად ვიცნობ კახეთის მხარეს და იმ ოთხ მუნიციპალიტეტს, საიდანაც ვარ წარდგენილი. ეს არის თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, თითქმის 4 წელია ვმუშაობ სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე, ამიტომ დეტალურად ვიცი, როგორც ინფრასტრუქტურული ხასიათის გამოწვევები, ასევე, რა გამოწვევები არის ეკონომიკაში, კონკრეტულად სოფლის მეურნეობა, ტურიზმში - ეს მთავარი მიმართულებებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე მომეცემა იმის საშუალება, რომ გუნდთან ერთად, მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს თვითმმართველობას. არის ისეთი საკითხები, სადაც თვითმმართველობას სჭირდება რეფორმირება და ახალი ფუნქციების შეძენა. ასევე, რეგიონალური მმართველობის ეფექტიანობის გაზრდისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითისთვის, თვითმმართველობას უნდა მიეცეს უფრო მეტი ადმინისტრირების უფლება ქონების და ფინანსების განკარგვის მიმართულებით და ა.შ.“, - უთხრა BM.GE-ის ირაკლი ქადაგიშვილმა
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება