მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფორმა მე არ მაქვს და ხელფასი" - დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

610cf67748244
ინგა მურუსიძე
06.08.21 12:37
2695
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი სამუშაო გრაფიკი გაიზარდა, ხოლო ანაზღაურება - არა.

„ფორმა მე არ მაქვს და ხელფასი, მანქანები საშინელ მდგომარეობაშია, მოვიდეს ბატონი კალაძე, გამოგვყვეს ამ დანგრეული მანქანებით 40 გრადუს სიცხეში და ნახოს როგორ ვმუშაობთ. იმდენი უფროსი მყავს, ვერ დაითვლით, უფროსს მოადგილე ჰყავს იმას მოადგილე, იმას მოადგილე და ასე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი. მისი თქმით, სამუშაო საათები არ გაზრდილა და აქციაზე ხელფასების გაზრდის საკითხიც ვერ გადაწყდება.

„ამ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა“, - ამბობს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ უბნებში საპილოტე ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე და 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიტანენ.