მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარწერების წაშლა არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს - "თბილსერვის ჯგუფი"

თბლ

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება წერს, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ დატოვებული წარწერები ვანდალიზმის ფაქტები და კანონდარღვევაა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს.

გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებიდან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე. მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები