გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოშია.
როთმა სოციალურ ქსელში თბილისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ევროპის ნამდვილ დედაქალაქშია".
დილა მშვიდობისა თბილისი! #ontheRoth in Tbilisi, the true capital of Europe.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 12, 2024
🇬🇪🇪🇺🇩🇪🫶🙏🏾 pic.twitter.com/MJjLd4CQmP
როთი საქართველოში ვიზიტით, 13-15 მაისს, ევროპელ კოლეგებთან ერთად იმყოფება. როგორც ცნობილია, იგეგმება შეხვედრები მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან. როთმა არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შეფასება ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონპროექტს და ირაკლი კობახიძეს მისი გაწვევისკენ მოუწოდა. ასევე გააკეთა მოწოდება ძალადობისა და მუქარის შეწყვეტისკე, კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.