მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ევროპელ კოლეგებთან ერთად ვეწვევი - მიხაელ როთი

როთი

13-15 მაისს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისს ეწვევა.

როგორც როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, მასთან ერთად იქნებიან ევროპელი კოლეგებიც.

"13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!

ჩემთან ერთად ჩამოვლენ პატივცემული კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.

მოუთმენლად ველით მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან შეხვედრას",- წერს როთი.

როთმა არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შეფასება ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონპროექტს და ირაკლი კობახიძეს მისი გაწვევისკენ მოუწოდა. ის ასევე გამოეხმაურა კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების დაშლას და დემონსტრანტებზე ძალადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები