"ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
"საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ. თუმცა შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი", მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ძალადობა და დაშინება მიუღებელია. კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. დემოკრატია მოითხოვს არა ძალადობას.
ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით",- დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.