მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრენების გადადება ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, ამით არავინ დაზარალდება"

5ef602ee376ae
ინგა მურუსიძე
26.06.20 18:34
5989
ფრენების გადადება ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, ამ გადაწყვეტილებით არავინ დაზარალდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების ნაწილმა გიორგი გახარია გააკრიტიკა, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა, საერთაშორისო ფრენების გახსნა ივლისის ბოლომდე გადადოს. 

„ამ გადაწყვეტილების ერთადერი მიზეზი იყო ის, რომ ვიზრუნოთ მოქალაქის ჯანმრთელობაზე ისე, რომ ქვეყნის იმიჯი არ დავაზიანოთ. ზოგიერთს ჟრიამული ჰქონდა, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანსო - შეგვიყვანენ, გარწმუნებთ. საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან. გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და 1 რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება. ჩვენთვის მარტივია კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, კონკრეტულ მწვანე ზონებში, პირდაპირი რეისები დავნიშნოთ. თქვენ რომ ბედნიერი ხართ - საქართველო ვერ მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაშიო", ან რომ ფრენები გადავავადეთ და ამაზე ვინმე გაგვიბრაზდება, გეტყვით - შეთანხმებული გვაქვს ყველასთან მეგობრებო, თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, ამაზე ნუ ღელავთ. გერმანიაშიც იქნება ფრენები და სხვაგანაც, როცა ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს“, - განაცხადა გახარიამ.