29.აპრილი .2021 16:14

"განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში 160 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა

"განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში 160 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა
views 750
უკან

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა. პროგრამა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა. 

ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს.

გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს და დამატებით 90 მილიონი ლარი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის ნაშთიდან უნდა ჩაურიცხოს. 

გამოცხადებული ტენდერებით გათვალისწინებული პროექტები 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. სახელმწიფო შესყიდვებში წინადადებების მიღება 7 მაისს იწყება და 10 მაისს მთავრდება, შესაბამისად სამშენებლო კომპანიებს საკმაოდ მცირე დრო აქვთ რათა საკუთარი პროექტები და საფასო შეთავაზებები მოამზადონ.

გამოცხადებული ტენდერების ბმულები

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/

tenders.procurement.gov.ge/public/