მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავაგრძელოთ ბავშვების სკოლაში ტარება, რეკომენდაციების გათვალისწინებით" - კულუმბეგოვი მშობლებს მიმართავს

61e5468a01034
ინგა მურუსიძე
17.01.22 21:45
676
მთავარია, რომ სკოლები გაიხსნას და სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართოს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვი, როგორც ექიმი, მიმართავს მშობლებს და მოუწოდებს, სკოლებში ბავშვები აუცილებლად რეკომენდაციების სრული დაცვით ატარონ.

„მთავარია, რომ სკოლა უნდა გაიხსნას პირველი და დახუროს ბოლო, თუ რაიმე ინტერვენციას აპირებს სახელმწიფო. სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროცესი უნდა გაგრძელდეს რეგულაციების დაცვით. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. ამას, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის რისკები ახლავს.

მე როგორც ექიმი, მივცემდი რეკომენდაციას, რომ ონლაინ სწავლების მეთოდი აირჩიონ ოჯახებმა, ვინც არ არის აცრილი, და რომელთა ბავშვები არიან ქრონიკული დაავადების მატარებლები. მეორე შემთხვევაში, როცა შეიძლება ბავშვი იყოს აცრილი, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს დიდი შემადგენლობით. ვფიქრობ, ყველა სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს, ჰიბრიდული სწავლების წესით.

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, მესმის, რომ პირბადის ტარება ბავშვებისთვის რთულია, მაგრამ სწორი ახსნის, მაგალითების ჩვენების პირობებში მე ვხედავ, რომ ექიმების კაბინეტებში ბავშვები ხშირად შემოდიან პირბადით. ბავშვების ჯანმრთელობას სამედიცინო ნიღაბი არ უქმნის არანაირ საფრთხეს. მივმართავ მშობლებს, გავაგრძელოთ სკოლაში ბავშვების ტარება, რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.