მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გელით უმკაცრესი სასჯელი და მთავრობის მხარდაჭერის შეწყვეტა" - გახარია ბიზნესს აფრთხილებს

601b9f7649525
ინგა მურუსიძე
04.02.21 11:15
5561
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აფრთხილებს ორგანიზაციებს, რომლებიც "კანონის დარღვევას მიზანმიმართულად გეგმავენ". როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, გარდა იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო მკაცრად დაისჯებიან, მთავრობის მხარდაჭერის ვერც ერთ პაკეტში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას.

„გარდა ამისა, მიზანმიმართულად, წესების დარღვევა ორგანიზაციის მხრიდან, დაისჯება უმკაცრესად. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ იმ დახმარებას და სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. ასევე, მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერით ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი ნაბიჯი და თიოთოეული ორგანიზაციის და საზოგადოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროის ინფორმაციით, დედაქალაქში მდებარე 200-მდე რესტორანი გეგმავს, მთავრობას არ დაემორჩილოს და პროტესტის ნიშნად 6 თებერვალს გაიხსნას. ისინი ამბობენ, რომ მთავრობის არ ეშინიათ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას - 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეები ამუშავდება, ამავე თარიღიდან გაიხსნება სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით; 8 თებერვლიდან იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები შაბათ-კვირას კვლავ ძალაში დარჩება.