მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს საუკეთესო ვაქცინები, რაც ევროპაში მოიპოვება და არ ვიკეთებთ" - თემურ მიქელაძე მოქალაქეებს მიმართავს

617565ba223e6
თათია ჩაფიჩაძე
24.10.21 20:07
959
პედიატრი თემურ მიქელაძე ფიქრობს, რომ წელს მძიმე ვირუსული სეზონი იქნება, რაც მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებს და წესების დაუცველობას უკავშირდება. BM.GE-თან საუბრისას მიქელაძე ამბობს, რომ გამოსავალი შეზღუდვების დაწესება ვეღარ იქნება, რადგან ამ რეჟიმში ცხოვრებამ ბავშვების ზრდა-განვითარებას და მათ სოციალიზაციას უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა.

„გახსნილია სკოლები, გახსნილია ბაღები, არ ვიცავთ ეპიდემიოლოგიურ წესებს, არ ვექვემდებარებით არანაირ რეჟიმებს არც მშობლები, არც ბავშვები, აქედან გამომდინარე გავრცელება იქნება. კოვიდთან ერთად იქნება ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციები, რაც არის ამ სეზონზე, ჯერ გრიპი არ დაწყებულა და თუ ასე გაგრძელდება ალბათ გრიპიც გვექნება.

5 000-ზე მეტი პაციენტი გავატარე კორონავირუსით ინფიცირებული პანდემიის მართვისას და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ექიმის რჩევას მაშინ აქვს აზრი, როცა ვითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რაც არის მოწოდებული. ამ რეალობიდან გამომდინარე მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ არანაირ რჩევას აზრი არ აქვს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო ვაქცინები, რაც ევროპაში მოიპოვება და არ ვიკეთებთ, აქედან გამომდინარე მიჭირს პროგნოზების გაკეთება და რჩევების მიცემა ამ მოსახლეობისთვის.

ყველას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, მშობლებს, მოხუცებს, რომ ჩაიტარონ ის ვაქცინები, რასაც გვთავაზობენ, რომ არ მივიდეთ გარკვეულ შეზღუდვებამდე, გარდაუვალი არაფერი არ არის. შეზღუდვებით ზიანდება ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა, ეს ნათლად აისახა ბავშვების შემთხვევაში. კარჩაკეტილობამ გამოიწვია სხვა პრობლემები, სხვადასხვანაირი დარღვევები, ამ ზღვარს გადავაბიჯეთ უკვე. დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციებს“ - განაცხადა მიქელაძემ.