03.აპრილი .2020 21:40

"Hyundai ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კომპანია დაუბრუნდეს ზრდის ტენდენციას"

views 352
უკან

Hyundai Motor Group-ი, მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ავტოკონცერნი, არასტაბილურ მდგომარეობაზე აცხადებს, რადგან კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად არის შემცირებული კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Hyundai-ზე და მის შვილობილ კომპანია KIA-ზე აშშ-ში პანდემიის გამო განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა იქონია, რადგან კომპანიების გაყიდვები 31%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Hyundai Motor America-ის აშშ-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი რენდი პარკერი „რთულ დღეებს“ პროგნოზირებს, რადგან გასულ თვეს კომპანიამ მხოლოდ 36,087 მანქანა გაყიდა. აღსანიშნავია, რომ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა KIA-ს, რომელმაც 45,413 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

”მთელი მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნესზე და ჩვენს ნორმალურ ცხოვრებაზე. Hyundai ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კომპანია დაუბრუნდეს ზრდის ტენდენციას, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, – განაცხადა რენდი პარკერმა.