რა არის სადაზღვევო კომპანიების როლი პანდემიის მართვაში? ამ კითხვას გადაცემა „საქმის კურსში“ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ უპასუხა.
„სადაზღვევო სექტორში მოქალაქეების 15%-ია დაზღვეული. თითოეულ მათგანს ემსახურება თავისი ოჯახის ექიმი. არ ვიცი აქამდე რატომ არ იყო ეს გაკეთებული და რატომ არ იყო ჩართული ეს [სექტორი], რატომ არ არის კერძო სექტორის ყველა რესურსი გამოყენებული“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, ურუშაძის თქმით, როდესაც მსგავსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა ქვეყანაში და შექმნილია ასეთი კრიზისი, არ აქვს მნიშვნელობა, კერძოა თუ სახელმწიფო, ყველა კომპანია უნდა იყოს ჩართული.
„აქ კერძოს და სახელმწიფოს თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ილუზია იმის, რომ კერძო სექტორის გარეშე ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემას გავუმკლავდეთ, არის თავის მოტყუება. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობებს, ჩემი აზრით, მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი "ქოლ ცენტრებით", პაციენტებით, ოჯახის ექიმებით, რესურსი იყოს გამოყენებული. რამდენად მზად არიან ისინი ამისთვის, რამდენად თავიდან მოხდა მათი ჩართვა ამ პროცესში და რამდენად იციან კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ? ამაზე პასუხი ალბათ, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაგვცეს“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა.
მან ასევე ამერიკის და ევროპის მაგალითებიც მოიყვანა:
„ამერიკამ და ევროპამ დიდი გამოცდილება მიიღო [პანდემიის] პირველ ეტაპზე. ახლა იქ ასეთი კრიზისი აღარ არის. იქ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა მზად არის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათ შეცდომებზე და გამოცდილებაზე გვესწავლა, მაგრამ სამწუხაროდ ეს დრო დავხარჯეთ იმაზე, რომ ცრუ ილუზიები შევიქმენით. ეს არის არასწორი“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი