მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაიხურა 6 კომპანია, გაიხსნა 8" - როგორია სადაზღვევო სექტორის საბროკერო მიმართულების ტენდენცია?

ბროკერები

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 25 სადაზღვევო ბროკერია. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბროკერად რეგისტირირების წესი შეიცვალა ბაზარზე მობილობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ტენდენცია, რომ კომპანიები იხსნებიან და იხურებიან კვლავ გრძელდება.

ონოფრიშვილი ამბობს, რომ როგორც სადაზღვევო სექტორში, ისევე საბროკერო მიმართულებითაც საქმიანობის და შემოსავლის ზრდის ტენდენციაა.

" 2023 წელს ბაზარზე ბროკერების რიცხვიც გაიზარდა. თუმცა, ბროკერები იხსნებიან და იკეტებიან, მაგრამ 10-15 არის სტაბილური. დანარჩენები ცდილობენ სფეროში შემოსვლას, მაგრამ ბევრს უჭირს, რადგან ძალიან სპეციფიკური სფეროა გამოცდილებას და კონტაქტებს საჭიროებს. ჩვენი მოთხოვნები 2-3 წლის წინ საბროკერო საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებით გავზარდეთ. ადრე მინიმალური კაპიტალი არ იყო საჭირო, ახლა საჭიროა 30 000 ლარი, ასევე უნდა ჰქონდეთ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. მოკლედ, გაჩნდა მოთხოვნები. ადრე, მეტი ინტენსივობით იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ცოტა ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ პროცესი მაინც გრძელდება. მთლიანობაში, 2023 წელს დაიხურა 6 კომპანია, გაიხსნა 8. წლის ბოლოსთვის კი, ბაზარზე 25 კომპანია დარჩა, მაგრამ პირველ ათეულს ცვლილებები დიდად არ განუცდია. იზრდება მათი შემოსავლებიც და საქმიანობაც", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ, სადაზღვევო ბროკერები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ეწევიან და საქმიანობის განხორციელება დასაშვებია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძველზე.

ბროკერად დარეგისტრირებისთვის კი, საჭიროა 11 დოკუმენტის წარდგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები