მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ ბუმის და ჟრიამულის დაყენებას შევძლებთ, რაც ტურიზმში იყო“ - ვალერი ჩეხერია

60af69d63367e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.21 16:17
1995

„კერძო სექტორის დახმარებით იმ ბუმის და ჟრიამულის დაყენებას შევძლებთ, რაც ტურიზმში იყო“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ „საქმიან დილაში“ სტუმრებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი ტურიზმის სწრაფად აღდგენისთვის მაქსიმალურად მომართულნი არიან.

„პირველი ნაბიჯები, რომელიც რეკომენდაციის დონეზე დავიწყეთ, გადადგმულია და დარწმუნებული ვარ, თუ ამ შემართებით და მხარდაჭერით ვიქნებით, რომელიც ტურიზმის სექტორშია, ეს გამოგვივა. ქვეყანაში სასტუმრო და ჰოსპითალითი ბიზნესში დიდი პროფესიონალები არიან და მათი დახმარებით შევძლებთ ქვეყანაში ის ბუმი და ჟრიამული დავაყენოთ, რაც ტურიზმში იყო.

შიდა პროცესებში არ ჩავერთვები. ნამდვილად იქნება კოორდინაცია მინისტრთან, მის მოადგილესთან თუ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, თუმცა მე უშუალოდ მინისტრთან მექნება რეკომენდაციები, რომელსაც რასაკვირველია ტურიზმის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ.

პირველ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა, პანდემიის გათვალისწინებით სახმელეთო საზღვრების გახსნაზე იყო საუბარი და შედეგებმაც არ დააყოვნა. ერთად დავაყენეთ საკითხი, იყო ამაზე მსჯელობა და მეორე დღეს საკითხი გადაწყდა“, - თქვა ტურიზმის ტურიზმის საკითხებში ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტმა.