მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია, საწვავზე ფასების კლება გაგრძელდება" - ღარიბაშვილი სექტორს აფრთხილებს

63f34a6111bcf
ინგა მურუსიძე
20.02.23 14:27
882
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საწვავზე ფასების კლება გაგრძელდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა გაიხსენა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეხვედრა ნავთობის იმპორტიორებთან და მათ დაპირებაზე ისაუბრა, რომ საწვავის ფასები კლებას გააგრძელებდა.

„შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მივიღეთ მათგან პირობა, რომ ფასები კლებას დაიწყებდა. ფასებმა კლება დაიწყო, და შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს კიდევ უფრო მეტად დააკლებენ. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება. ეს ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფასები არის შემცირებული ნავთობზე, რომელიც იმპორტიორებს შემოაქვთ. მათი არგუმენტები მოვისმინეთ და საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იქვე პრემიერი იმპორტიორებს აფრთხილებს, რომ თუ მარჟები არ დაიკლებს, მთავრობა რეგულაციებს აამოქმედებს, თუმცა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და გავითვალისწინებთ არგუმენტებს, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია „დავკეტოთ“ ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგოკრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა, ე.წ. დაკეტვით, ანუ განსაზღვრეს ზედა ჭერი. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, კიდევ გაგრძელდება თვის ბოლომდე ფასების კლება საწვავზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია - ღარიბაშვილი