მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფექციურ საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტიდან 4 დასტაბილურდა, 1-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა"

5e8acf17425d3
ინგა მურუსიძე
06.04.20 10:46
763
"ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან მხოლოდ 1-ის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო დანარჩენი 4 - დასტაბილურდა",- ამის შესახებ ინფექციური საავამდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღეს დილით გვაქვს 188 დადასტურებული შემთხვევა. 18 ახალი შემთხვევიდან 5 არის ჩვენთან. ისინი არიან ჩვენი კონტაქტების კონტაქტები. დღე-ღამეში 28 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მხოლოდ 5 დადასტურდა. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 38 პაციენტი და გაწერილია 29. პაციენტებიდან ერთი გვყავს კრიტიკული, დანარჩენი 4 მძიმე პაციენტი გვყავდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ შემოსულებიდან დაგვემატა 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით.დანარჩენ შემთხვევაში საშულო პნევმონიის შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ჩატარდება კვლევები და სადაც ორჯერადად მიღებული იქნება უარყოფითი პაუხი, ყველა მონაცემი შეჯერდება და თუ შესაძლებელი იქნება პაციენტები  კლინიკას დატოვებენ.