მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაო" მომხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

5e70c8b8a4e1b
BM.GE
17.03.20 16:30
1867
სადაზღვევო კომპანია "ირაო" როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგელბობის მქონე კომპანია, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში და ქვეყანაში კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

შეთავაზების მიხედვით, ირაოში დაზღვეული ყველა ფიზიკურ პირი, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, შეძლებს 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა 2 თვით გადაავადოს.
ამ პერიოდის მანძილზე მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ ისარგებლონ ყველა სადაზღვევო მომსახურებით, პრემიის გადახდას კი 2 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ გააგრძელებენ.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა მიმართონ ირაოს მეილზე: office@irao.ge ან დაუკავშირდნენ ნომერზე - 0 (322) 949 949

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უკვე 1 კვირაა რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველსაყოფად, ირაო დისტანციურ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა.

თანხის ასანაზღაურებლად და საგარანტიო წერილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ მეილზე: online@irao.ge  ან მოათავსონ ირაოს სერვის-ცენტრებთან არსებულ სპეციალურ ყუთებში;
გაიზარდა ორიგინალი დოკუმენტაციის წარგენის ვადა - 60 დღის ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ 80 დღის ვადაში წარმოადგინონ დოკუმენტები;
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტის ჩანიშვნა ჩვეულ რეჟიმში - 0 (322) 949 949
დისტანციურად არის შესაძლებელი პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის მიღებაც - მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: mimartva@irao.ge  
დისტანციური სერვისების გაძლიერებით ირაოს მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებლებს სადაზღვევო მომსახურების მიღება.
NS