მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სისტემა 2013 წლის ტარიფებით არ მუშაობს" - ჯანდაცვის მინისტრი

62d999bc8646c
ალა ისპირიანი
21.07.22 22:41
804
"ხშირად არის საუბარი, რომ დღეს სისტემა 2013 წლის ტარიფებით მუშაობს, რაც ასე ნამდვილად არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღესდღეობით, 2013 წლის ტარიფების მხოლოდ 10% შეიძლება იყოს დარჩენილი, რაც მალე შეიცვლება.

"შეიძლება ათასობით ტარიფიდან დაახლოებით 10% იყოს 2013 წლის, მაგრამ ძირითადი ნაწილი, რაც არის სხვადასხვა სახელების გადარქმევის და ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, ეტაპობრივად იცვლებოდა. ის, რომ თითქოს 2022 წელს 2013 წლის ტარიფია, ეს ასე არ არის. ნაწილი შეიძლება იყოს ასე, მაგრამ ის სატარიფო სისტემა, რასაც ჩვენ დავნერგავთ, ამასაც გაასწორებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ 2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილებით, 2013 წელს არსებული ტარიფებიც კი შემცირდა.

შეგახსენებთ, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წელს ამოქმედდა, სწორედ ამ დროიდან არის განსაზღვრული სამედიცინო სერვისების ტარიფები, თუმცა კლინიკების განცხადებით, დღეს ეს ტარიფები მათ ხარჯებს უკვე ვეღარ ფარავს.