მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს კანადაც აამოქმედებს - ჯასტინ ტრუდო

ჯასტინ ტრუდო

აშშ-ის ტარიფებს კანადა ანალოგიური ნაბიჯით პასუხობს. კანადა სამშაბათიდან დააწესებს 25%-იან ტარიფებს 155 მილიარდი კანადური დოლარის (107 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს განაცხადა.

მისი თქმით, კანადა სამშაბათიდან დააწესებს 25%-იან ტარიფებს 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი დოლარის პროდუქტზე ტარიფები 21 დღეში ამოქმედდება.

„ჩვენი ტარიფები დარჩება მანამ, სანამ შეერთებული შტატების სავაჭრო ქმედებები არ გაუქმდება. თუ აშშ-ს ტარიფები არ მოხსნის, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან რამდენიმე არასატარიფო ზომების გასატარებლად“, - დასძინა ტრუდომ.

კანადის გარდა, აშშ-ის ტარიფები შეეხო ჩინეთსაც, რომელმაც ასევე კონტრნაბიჯები დააანონსა. სამშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას დააწესებს ახალ ტარიფებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე აშშ-დან.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი, ასევე ჩინეთისთვის დაწესებული 20%-იანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები