მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სისტემის მთავარი ინტერესი უნდა იყოს პაციენტი"- ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში

5de152437c6b2
BM.GE
29.11.19 21:30
1115
“მგონი ვერავინ იტყვის, რომ ჯანდაცვაში ახლა პრობლემები არ გვაქვს”, - ექპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე კლინიკებს მომსახურების ხარისხს უწუნებს და ამბობს, რომ არასწორია ის დამოკიდებულება, რომ #520 დადგენილებით შესული ცვლილებები კლინიკებში მომსახურების ხარისხის გააუარესებს.

“ერთიან სტანდარტზე გადასვლას და ტარიფების გათანაბრებას პირდაპირ რომ უკავშირებენ ხარისხს, ეს ამასთან პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ მაშინ უნდა ვთქვათ, ახლა როგორია ჯანდაცვის ხარისხი. მე მგონი ვერავინ იტყვის, რომ ჯანდაცვაში ახლა არ გვაქვს პრობლემები და ყველაფერი არის ძალიან კარგად. ამისთვის არ არის აუცილებელი არც ოფიციალური მონაცემების გადახედვა და არც იმ პრეტენზიების, რომელიც შეიძლება კერძო სტრუქტურებს ჰქონდეთ, ძალიან მარტივი იქნება ჩვეულებრივად კმაყოფილების განსაზღვრა მოსახლეობაში, არიან თუ არა კმაყოფილები ამ სერვისებით. ამ შემთხვევაში კი მივხვდებით, რომ პრობლემა არის ძალიან დიდი", -აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.

ბერაძე კრიტიკულად აფასებს 26 კლინიკის მიერ დაწერილ ღია წერილსაც და ამბობს, რომ პროტესტის ასეთი ფორმა მისთვის მიუღებელია.

“მინდა გითხრათ, რომ თვითონ ის ფორმა ღია წერილებით მიმართვის მე თვითონ არ მომწონს. მიზეზი აქ რა არის, რა პრობლემა არის, ვერ ხვდებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს თუ რაღაც ტრენდული გახდა ასეთი ფორმა, რომ ყველაფერი გავაპროტესტოთ, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ აქ ყველას ინტერესი უნდა იყოს ერთოდაიგივე და ჯანდაცვის სისტემის მთავარი ინტერესი უნდა იყოს პაციენტი", - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.