მურაბების და ჯემების მწარმოებელმა კომპანია „ჟოლიმ“ გასულ წელს ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით სოფელ იგოეთში საწარმოს მშენებლობა დაიწყო, რომელიც სულ მალე დასრულდება. როგორც მისი დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, წარმადობის გაზრდასთან ერთად, პროდუქციის 80% ექსპორტზე ამერიკაში გავა.
„საწარმოს მშენებლობა უკვე დავასრულეთ; დარჩა მისი დანადგარებით აღჭურვა, რაც ჩინეთიდან იმპორტის გამო დროში გაიწელა, მაგრამ მარტში უკვე ადგილზე გვექნება და ხილის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, უკვე წარმოებასაც დავიწყებთ.
ვაფართოებთ ასორტიმენტსაც; ჯემების, მურაბების და კომპოტების წარმოებასთან ერთად, საწებლების და აჯიკების წარმოებასაც ვიწყებთ, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამერიკის ბაზრიდან.
2022 წელი, წინა წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდით დავასრულეთ; თითოეული სახეობა 5 000 ერთეული ვაწარმოეთ, თუმცა საწარმოს ამოქმედების შემდეგ, ჩვენი წარმადობა 150-200 ათას ერთეულს შეადგენს, რომლის 80%-იც ექსპორტზე ამერიკაში გავა, 20% კი - ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში რეალიზდება.
ამერიკიდან დიდი დაინტერესებაა, სატესტო რაოდენობა უკვე გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს და ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან გადის შემოწმებას", - განაცხადა გურამ სუხაშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, „ჟოლის“ დამფუძნებლის ცნობით, ამერიკელმა ინვესტორებმა საწარმოს აშენებაში 60 000 დოლარის ოდენობის ინვესტირება უკვე განახორციელეს, ეს თანხა ეტაპობრივად იზრდება, რასაც დანადგარების საფასურიც დაემატება, რომელიც 60-80 ათას დოლარს შორის მერყეობს.
„ჟოლი“ ამჟამად 8 ადამიანს ასაქმებს, თუმცა როგორც გურამ სუხაშვილი გვიყვება, საწარმოს ამოქმედების შემდეგ, 30 ადამიანის დასაქმება იქნება საჭირო, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კომპანია კადრების ნაკლებობას განიცდის.
ინფორმაციისთვის, კომპანიის წარმოებული პროდუქციის ადგილობრივი საფასური 8-15 ლარს შორის მერყეობს, ხოლო საექსპორტო საფასური 4.5-6 დოლარს შორის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო