20.მარტი .2020 15:20

"ჯორჯიან ეარვეისი" მთავრობის მიერ ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

views 546
უკან

საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია ფრენების სრულად შეჩერებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ფრენებს სრულად წყვეტს და მხოლოდ საქართველოს მთავრობის დავალებითა და მხარდაჭერით, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან დაბრუნების მიზნით, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

როგორც რომან ბოკერიამ BM.GE-ს გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას განაცხადა, მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებულია თანამშრომელთა 95% უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.

"საქართველოს მთავრობის მითითებით "ჯორჯიან ეარვეისი" წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით, ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად ევროპული ქვეყნებიდან.

აგრეთვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა.

ასევე "ჯორჯიან ეარვეისი" მზად არის ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

"ჯორჯიან ეარვეისი" ასევე, პრესას და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და როდის. ჩვენ გაცნობებთ, თუ რაიმე ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობიდან.

დამატებით, გვინდა გაცნობოთ, რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ დღეს ჩვენი თანამშრომლების 95% გავუშვათ უვადო, უხელფასო შვებულებაში, რასაც ითვალისწინებს შექმნილი ფორს-მაჟორული საგანგებო მდგომარეობა", - ნათქვამია "ჯორჯიან ეარვეისის" საგანგებო განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა